სამშაბათი, 09 აპრილი 2019 10:06

რა პრაქტიკული წვლილი შეაქვთ კოორდინატორებს ინიციატივაში და რა უპირატესობებს აძლევთ მათ ეს სტატუსი?

Written by
Rate this item
(0 votes)

შეთანხმების კოორდინაგორის სტატუსის მიღებას მრავალმხირვი უპირატესობა მოაქვს:

 

  • ევროკომისიის მიერ მოწონება და აღიარება;
  • ფართე პოპულარობა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით შეთანხმების ვებ–გვერდზე მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განლაგების გზით;
  • გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ევროპელ კოლეგებთან და მათთან საქმიანი კონტაქტების დამყარება;
  • უკვე შემუშავებული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების შესახებ სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მიღება;
  • მიზნობრივ სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებსა და გამოცდილების გაზიარების სხვა პლატფორმებში მონაწილეობა;
  • და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ტერიტორიული განვითარების კონსოლიდაცია და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების გაძლიერება.

 

პრაქტიკული თვალსაზრისით, თქვენს ორგანიზაციას, როგორც შეთანხმების კოორდინატორს, ხელი მიუწვდება პაროლით დაცულ ვებ–გვერდზე ‘My Covenant’, რომელიც კარგი პლატფორმაა ინფორმაციისა და ძირითადი მონაცემების გასაცვლელად შეთანხმების მთელ საზოგადოებრიობასთან, და ასევე იზრდება თქვენი ორგანიზაციის ვიზუალიზაცია. 

 

‘My Covenant’ ვებ–გვერდის საშუალებით შეგიძლიათ:

 

  • თქვნი პროფილი, და ასევე მასთან ასოცირებული, ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების პროფილები მუდმივად შეიცავდეს უახლეს მონაცემებს;
  • მოუწოდოთ ხელმომწერებს, რომ მიბმული (დაკავშირებული) იყვნენ თქვენს პროფილთან;
  • თვალი ადევნოთ თქვენი ხელმომწერის წარმატებებს (SEAP, SECAP, მონიტორინგი ....);
  • შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ SEAP შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
  • შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ მონიტორინგის ანგარიშის შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
  • თქვენი 'ხარისხის ეტალონი' (ე.ი. განხორციელებული ძირითადი აქტივობები) დაანახოთ შეთანხმების საზოგადოებრიობას და მის ფარგლებს გარეთ;
  • ჩატვირთოთ და გააზიაროთ სასარგებლო რესურსები პოტენციალების გაცვლის )Capacity sharing) პლატფორმაზე და მონაწილეობა მიიღოთ სადისკუსიო ჯგუფებში;
  • გამოაქვეყნოთ თქვენი აქტივობები დღის წესრიგის პროგრამაში;
  • სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ (ნეტვორკინგი) შეთანხმების საზოგადოებრიობასთან (ფორუმების, ვებინარების, რონისძიებების... გზით.) და მიიღოთ შთაგონება მათი აქტივობებიდან.

 

ექსტრანეტი (‘My Covenant’) და საჯარო პროფილი სინქრონიზებულია; უმეტესი ინფორმაცია, რომელიც ექსტრანეტზე შეგაქვთ, აისახება საჯარო ვებ–გვერდზე.

Read 623 times

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

სიახლეების გამოწერა