შეთანხმების კოორდინატორები

შეთანხმების კოორდინატორები (5)

შეთანხმების კოორდინატორები არიან სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც ხელეწიფებათ და უფლება აქვთ განახორციელონ სტრატეგიული ხელმძღვანელობა, ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწიონ მერების შეთანხმების ხელმომწერთ და იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც შეთანხმებასთან მიერთება სურთ.

 

ფინანსურ დახმარებასთან ერთად, კოორდინატორები, ტრადიციულად, CO2–ს ემისიის ინვენტრიზაციასა და კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაშიც, და ასევე მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის მომზადებასა და განხორციელებაშიც ეხმარებიან ხელმომწერებს

 

ევროკომისია აღიარებს ორი ტიპის კოორდინატორებს:

 

  • შეთანხმების ტერიტორიალური კოორდინატორები: ხელისუფლების დეცენტრალიზებული ორგანოები, როგორებიცაა რეგიონული, რაიონული და ჯგუფური სახელისუფლებო ორგანოები;
  • შეთანხმების ეროვნული კოორდინატორები: ეროვნული სახელმწიფო ორგანოები, როგორებიცაა სამინისტროები და ენერგეტიკის ეროვნული სააგენტოები.

 

შეთანხმების კოორდინატორების სია შეგიძლიატ იხილოთ  აქ.

ევროკომისია ეროვნულ და ტერიტორიალურ კოორდინატორებს მნიშვნელოვან მოკავშირებად განიხილავს მერების შეთანხმების ხელმომწერთა დახმარებაში, რათა ამ უკანასკნელებმა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და გაზარდონ შეთანხმების გავლენა. 

 

შეთანხმების კოორდინატორების ტიპიური ამოცანები შემდეგში მდგომარეობს: 

 

  • მერების შეთანხმებასთან მიერთების მსურველი მუნიციპალიტეტების რიცხვის გაზრდა და მერების შეთანხმების (არსებულ და პოტენციურ) ხელმომწერებს შორის ცოდნისა და გმოცდილების გაზიარებაში დახმარება;
  • ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის SEAP/SECAP სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში ტექნიკური და სტრატეგიული დახმარების გაწევა;
  • ხელმომწერთათვის ფინანსური დახმარების გაწევა პირდაპირი დახმარების (გრანტები, სუბსიდიები და ა.შ.) ან/და ტქნიკური დახმარების გასაწევად ადამიანური რესურსების გამოყოფის სახით;
  • სხვა ეროვნულ / ტერიტორიალურ კოორდინატორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობა ერთობლივი საქმიანობისა კოორდინირებული მიდგომების წახალისების მიზნით;
  • მერების შეთანხმების საქმიანობაში მონაწილეობა და დახმარება იმ ღონისძიებების დადგენასა და ჩატარებაში, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მერების შეთანხმების პოპულარიზაცია;
  • მერების შეთანხმების ოფისისთვის რეგულარული, არანაკლებ ყოველი ორი წლისა, ანგარიშების წარდგენა ხელმომწერთა მხარდამჭერი აქტივობების შესახებ და შეთანხმების სტრატეგიულ განხორციელებაში მონაწილეობა.

 

ზემოთ ჩამოთვლილილ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერების შეთანხმების ოფისს შეუძლია შეაჩეროს შეთანხმების კოორდინატორების მონაწილეობა ინიციატივაში

შეთანხმების კოორდინაგორის სტატუსის მიღებას მრავალმხირვი უპირატესობა მოაქვს:

 

  • ევროკომისიის მიერ მოწონება და აღიარება;
  • ფართე პოპულარობა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით შეთანხმების ვებ–გვერდზე მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განლაგების გზით;
  • გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ევროპელ კოლეგებთან და მათთან საქმიანი კონტაქტების დამყარება;
  • უკვე შემუშავებული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების შესახებ სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მიღება;
  • მიზნობრივ სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებსა და გამოცდილების გაზიარების სხვა პლატფორმებში მონაწილეობა;
  • და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ტერიტორიული განვითარების კონსოლიდაცია და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების გაძლიერება.

 

პრაქტიკული თვალსაზრისით, თქვენს ორგანიზაციას, როგორც შეთანხმების კოორდინატორს, ხელი მიუწვდება პაროლით დაცულ ვებ–გვერდზე ‘My Covenant’, რომელიც კარგი პლატფორმაა ინფორმაციისა და ძირითადი მონაცემების გასაცვლელად შეთანხმების მთელ საზოგადოებრიობასთან, და ასევე იზრდება თქვენი ორგანიზაციის ვიზუალიზაცია. 

 

‘My Covenant’ ვებ–გვერდის საშუალებით შეგიძლიათ:

 

  • თქვნი პროფილი, და ასევე მასთან ასოცირებული, ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების პროფილები მუდმივად შეიცავდეს უახლეს მონაცემებს;
  • მოუწოდოთ ხელმომწერებს, რომ მიბმული (დაკავშირებული) იყვნენ თქვენს პროფილთან;
  • თვალი ადევნოთ თქვენი ხელმომწერის წარმატებებს (SEAP, SECAP, მონიტორინგი ....);
  • შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ SEAP შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
  • შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ მონიტორინგის ანგარიშის შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
  • თქვენი 'ხარისხის ეტალონი' (ე.ი. განხორციელებული ძირითადი აქტივობები) დაანახოთ შეთანხმების საზოგადოებრიობას და მის ფარგლებს გარეთ;
  • ჩატვირთოთ და გააზიაროთ სასარგებლო რესურსები პოტენციალების გაცვლის )Capacity sharing) პლატფორმაზე და მონაწილეობა მიიღოთ სადისკუსიო ჯგუფებში;
  • გამოაქვეყნოთ თქვენი აქტივობები დღის წესრიგის პროგრამაში;
  • სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ (ნეტვორკინგი) შეთანხმების საზოგადოებრიობასთან (ფორუმების, ვებინარების, რონისძიებების... გზით.) და მიიღოთ შთაგონება მათი აქტივობებიდან.

 

ექსტრანეტი (‘My Covenant’) და საჯარო პროფილი სინქრონიზებულია; უმეტესი ინფორმაცია, რომელიც ექსტრანეტზე შეგაქვთ, აისახება საჯარო ვებ–გვერდზე.

სამშაბათი, 09 აპრილი 2019 10:10

როგორ შევიტანოთ განაცხადი?

Written by

თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია გახდეს შეთანხმების ოფიციალური კოორდინატორი, მან უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

 

  • შეავსოს შეთანხმებასთან მიერთების ონ–ლაინ ფორმა;
  • დასტურის მიღების შემდეგ შეავსოს და ხელი მოაწეროს ვალდებულებების განაცხადს (დეკლარაციას), რომელსაც მას გამოუგზავნიან, და დაუბრუნოს შეთანხმების ტექნიკური დახმარების სამსახურს მისამართზე (ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.).

 

სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის მიღების შემდეგ მერების შეთანხმების ოფისი თქვენი ორგანიზაციისთვის შექმნის ონ–ლაინ პროფილს, რომელიც საშუალებას მოგცემთ აქტირად ჩაერთოთ მერების შეთანხმების საზოგადოებრიობის აქტივობებში და რომელიც საშუალებას მოგცემთ უკეთ დაეხმაროთ თქვენს ასოცირებულ ხელმომწერებს.

შეთანხმების საპარტნიორო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და  შეთანხმების კოორდინატორი გავხდი 2015 წელს, ან უფრო ადრე. საჭიროა თუ არა, რომ თავიდან მივუერთდე ახალ ინიციატივას?

 

არა, მერების შეთანხმების არსებულ კოორდინატორებს, არ მოეთხოვებათ ახალ ინიციატივასთან მიერთება. ორგანიზაცია ინარჩუნებს სტატუსს და თავად წყვეტს, თუ როდის განაახლოს ხელმომწერთა მიერ 2030 წლისთვის დასახული ამოცანების შესრულებაში დახმარების ვალდებულებები. ამავე დროს უნდა წაახალისოთ საკუთარი წევრები და თქვენს ტერიტორაიზე არსებული ხელმომწერები, რომ მიუერთდნენ ახალ ინიციატივას საკუთარი ამბიციების გაფართოების მიზნით. 

 

ჯერ არა ვარ შეთანხმების კოორდინატორი, მაგრამ მინდა მივუერთდე ახალ ინიციატივას. როგორ უნდა ვქნა ეს?

 

შეთანხმების კოორდინატორის სტატუსის მისაღებად, ან საკუთარი ვალდებულებების გასაახლებლად შებრძანდით "How to apply" ფუნქციაში

სიახლეების გამოწერა