1) ანგარიში საქმიანობის შესახებ

 

სამოქმედო გეგმის შეტანიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ შეთანხმების ხელმომწერნი ატარებეს საკუთარი მიღწევების მონიტორინგს საქმიანობის ანგარიშის სახით, სადაც შედის:

 

ანგარიში შესრულების მდგომარეობის შესახებ ხარისხობრივ ჭრილში, ადაპტაციის სკალის ბოლო ინფორმაცია, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯების ცხრილის განახლებული ვარიანტი. 

 

2) სრული ანგარიშგება

 

სამოქმედო გეგმის შეტანიდან ყოველ ოთხ წელიწადში შეთანხმების ხელმომწერებმა უნდა წარადგინონ უფრო რაოდენობრივი ანგარიში – სრული ანგარიშგება, სადაც შედის:

 

ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი და მიღებული ზომების რაოდენობრივი შედეგები, როგორიცაა ენერგიის დაზოგვა, განახლებადი ენერგიის წარმოება,  CO2 ემისიის შემცირება.

 

ადაპტაციის სკალის ახალი მონაცემები, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის მიმართულებით განხორციელებული, მინიმუმ 3 ძირითადი აქტივობის ბოლო მონაცემები. 

 

ეს ანგარიშგების მინიმალური მოთხოვნებია, თუმცა, როგორც საქმიანობის შესახებ ანგარიშგება, ისე სრული ანგარიშგება ხელმომწერმა შეიძლება გააკეთოს იმ სიხშირით, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის იმისთვის, რომ გაიაზროს, თუ რამდენად წარმატებით ასრულებს საკუთუთარ ვალდებულებებს.  უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ "Quick Reference Guide on Monitoring" და "Covenant of Mayors for Climate and Energy Reporting Guidelines" , რომლებიც website library ვებ–გვერდზეა განლაგებული.

მონიტორინგი და შედეგების შეფასება მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს მთავარი მიღწევების დანახვა და სამოქმედო გეგმის მუდმივი გაუმჯობესება (თუ საჭირო გახდა კორექციის ზომების მიღება). მერების შეთანხმების ხელმომწერებს გააჩნიათ მონიტორინგის ანგარიშების რეგულარული წარდგენის ვალდებულება, რათა თვალსაჩინო გახდეს მიღწეული შედეგები როგორც განხორციელებული ზომების, ისე СО2–ს ემისიის შემცირების თვალსაზრისით.

 

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ მონიტორინგის მოკლე ცნობარი.

2020 და 2030 წლები, მერების შეთანხმების შესაბამისად, თქვენი ვალდებულებების შესრულების ვადებია. ამ მიზეზით, და ასევე იმისთვის, რომ შედარების საშუალება არსებობდეს, მერების შეთანხმების ყველა ხელმომწერმა სამიზნე წლად 2020 ან 2030 წელი უნდა დაისახოს. მაგალითად, თუ თქვენი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უფრო გრძელვადიან, 2030 წლის იქით, მიზნებს ისახავს, ამასთანავე აუცილებელია შუალედური მიზნების დასახვაც 2020 ან 2030 წლისთვის, იმის მიხედვით, თუ რომელი ვალდებულებაა აღებული მერების შეთანხმებით. SEAP/SECAP შაბლონური ფორმაის "სტრატეგიის" ნაწილში შეგიძლიათ, საკუთარი არჩევანის მიხედვით, დააკონკრეტოთ 2020, 2030, და გრძელვადიანი მიზნები (ფაკულტატური).

CO2–ს ემისიის შემცირების გამოთვლა (SEAP –თვის 2020 წლამდე, ხოლო SECAP–თვის 2030 წლმადე) უნდა წარადგინოთ შაბლონის გრაფაში "თქვენი სამოქმედო გეგმის საკვანძო ელემეტები"  ('Key elements of your Action Plan'). შეთანხმების ხელმომწერებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ეს გამოთვლები ჩაატარონ "საბაზო წლის მონაცემების საფუძველზე' (იხ. ვარიანტი 1), ან ბოლო წლის ინვენტარიზაციის შედეგებთ (ვარიანტი 2).

 

მაგალითი

 

საბაზო წელი: 1990

 

CO2–ს ემისიის საერთო მოცულობა საბაზო წელს: 1 მილიონი ტონა

 

მიზანი: 25%–ანი შემცირება, ანუ 250 000 ტონა

 

CO2–ს ემისიის ჯამური მოცულობა 2009 წელს: 900 000 ტონა CO2–ს ემისიის ინვენტარიზაციის ბოლო წლის მონაცემების მიხედვით  

 

ვარიანტი 1: თქვენი საბაზისო ინვენტარიზაციის შედეგები ჩათვალეთ ეტალონურ მონაცემებად და შეაფასეთ თვითეული სექტორის მოსალოდნელი წვლილი  CO2–ს შემცირების საერთო ამოცანის შესრულებაში.

ამ ვარიანტით CO2–ს, ჯამური მოსალოდნელი შემცირება სექტორების მიხევით უნდა შეესაბამებოდეს CO2 –ს შემცირების საბოლოო მიზანს. ამ მაგალითში ეს რიცხვი უნდა შეადგენდეს 250 000 ტონას.

 

ვარიანტი 2: თქვენი ბოლო ინვენტარიზაციის შედეგები ჩათვალეთ ეტალონურ მონაცემებად შეაფასეთ თითოეული სექტორის მოსალოდნელი წვლილი იმ ძალისხმევაში, რომელიც ჯერ კიდევ გასაწევია 2020 წლის საერთო მიზნის მისაღწევად.

 

ამ ვარიანტით CO2–ს, ჯამური მოსალოდნელი შემცირება სექტორების მიხევით უნდა შეესაბამებოდეს დარჩენილ ძალისხმევას. ამ მაგალითში  იგი შეესაბამება 150 000 ტონას: რადგან 1990 წლიდან მოყოლებული უკვე მიაღწიეთ СО2–ს ემისიის შემცირებას 100 000 ტონით, მიზნად დაგრჩათ "მხოლოდ" კიდევ 150 000 ტონით შემცირება. ეს ვარიანტი ვალიდურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული გაქვთ ემისიების სამონიტორინგო ინვენტარიზაცია და ანგარიში ამის შესახებ ჩაბარებული გაქვთ SEAP/SECAP შაბლონური ფორმით.  

 

შენიშვნები:

 

  • სექტორების დონეზე ეს გათვლები სავალდებულოა იმ სექტორებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია აქტივეობები თქვენი სამოქმედოგეგმის მიხედვით
  • თუ საბაზო წლად ბოლო წელი გაქვთ აღებული, მაშინ ორივე ვარიანტმა ერთნაირი ციფრები უნდა მოგვცეს. ეს ვარიანტები შემუშავებული იყო იმ ქალაქებისთვის დასახმარებლად, რომლებსაც საბაზო წლად დიდ ხნის წინანდელი წლები აქვთ აღებული (მაგ. 1990 წ.)
  • ამ ციფრების საფუძველზე გამოყვანილი გრაფიკული გამოსახულება გამოქვეყნდება მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე, ხელმომწერის პროფილში.

თუ თქვენ უკვე განახორციელეთ ემისიის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებები, შედეგები ნათელი ხდება საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI)  მონაცემების შემდგომ ინვენტარიზაციებთან შედარების შედეგად. შეგიძლიათ აღწეროთ ეს ღონისძიებები როგორც სამოქმედო გეგმაში, ისე მონიტორინგის ანგარიშებში. არ არის აუცილებელი  წარსულ (დასრულებულ) ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენა სამოქმედო გეგმის შაბლონურ ფორმაში, რადგან ამ ეტაპზე თქვენ მხოლოდ განსაზღვრავთ სამომავლო მოქმედებებს, რომლებიც დასახული მიზნის მისაღწევადაა საჭირო. თუ გადაწყვეტთ, რომ ძველი საქმიანობა შეიტანოთ სამოქმედო გეგმაში, მაშინ მათ, თქვენს შაბლონის ფორმაში, უნდა დაარქვათ "ხარისხის საუკეთესო მაჩვენებლები" და ცალკე გმოყოთ ისინი შეთანხმების ვებ–გვერდის "ხარისხის სუკეთესო მაჩვენებლების" კატალოგში.

საკუთარი სამოქმედო გეგმის წარდგენისას შეთანხმების ხელმომწერთ მოეთხოებათ შეავსონ საკკუთარი საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცია, როგორც შბლონური ფორმის ნაწილი. ამასთანავე, სასურველია, რომ შეტანილი იყოს ინფორმაცია შემდგომი ინვენტარიზაციების შესახებ, ე.წ. ემისიების სამონიტორინგო ინვენტარიზაციები  (MEIs), თუკი ასეთები არსებობს (გასაკუთრებით სულ ბოლო). მაგალითად, შეთანხმების ზოგიერთ ხელმომწერს ჩატარებული აქვს 1990 წლის საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცია და შემდეგ დამატებული აქვს უფრო გვიანდელი ინვენტარიზაციები (MEIs) სამოქმედო გეგმის შბლონურ ფორმაში.

მერების შეთანხმების თქვენი სამოქმედო გეგმა შეტანილი უნდა იყოს ონ–ლაინ შაბლონური ფორმის გამოყენებით, რომელიც განლაგებულია 'My Covenant' ვებ გვერდზე.

 

SECAP შაბლონური ფორმის ვერსია ჩამოსატვირთად მოიპოვება ვებ–გვერდის ბიბლიიოთეკაში. ეს  EXCEL–ს შაბლონური ფორმა წარმოადგენს ოფიციალური ონ–ლაინ შაბლონური ფორმის ოფ–ლაინ სამუშაო ვერსიას. ონ–ლაინ ოფიციალური შაბლონური ფორმა ივსება ინგლისურად და შეიტანება ონ–ლაინ. მიაქციეთ ყურადღება, რომ შეუძლებელია EXCEL–ში შეტანილი მონაცემების ექსპორტირება ონ–ლაინ პლატფორმაზე და პირიქით.  

მერების შეთანხმების ანგარიშგების შაბლონური ფორმები საშუალებას აძლევს ხელმომწერებს სტრუქტურირებულად განაზოგადონ მათი სამოქმედო გეგმების ძირითადი ელემენტები და თვალი მიადევნონ შესრულებას მონიტორინგის სტადიაზე. ეს შაბლონები მერების შეთანხმების ოფისის და გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ, ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების პრაქტიკოსებთან თანამშრომლობით, არის შემუშავებული. 

 

საკუთარ სახელმწიფო ენაზე შედგენილი სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შეტანისას ხელმომწერებმა ონ–ლაინ შაბლონური ფორმაც უნდა შეავსონ, რომელიც, ინგლისურ ენაზე, მოიპოვება შეთანხმების შეზღუდული წვდომის ვებ–გვერდზე ‘My Covenant’. მხოლოდ ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ხდება მერების შეთანხმების სამოქმედო გეგმის ოფიციალური შეტანა.

 

SEAP–ს შაბლონური ფორმა, რომელსაც 2020 წლამდე მერების შეთანხმების ხელმომწერნი ამჟამად იყენებენ შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:

 

 

  • ზოგადი სტრატეგია: განსაზღვრავს CO2–ს გამოფრქვევის შემცირების საბოლოო მიზანს, საერთო ხედვას, თანამშრომლებისა და ფინანსური სახსრების განაწილებას, დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების მოზიდვას და ა.შ.
  • ემისიების ინვენტარიზაცია: გვიჩვენებს ენერგიის საბოლოო მოხმარების არსებულ მდგომარეობას და CO2–ს გამონაბოლქვს ენერგომატარებლებისა და სექტორების მიხედვით.
  • სამოქმედო გეგმა: განსაზღვრავს საერთო სტრატეგიის რეალიზაციაზე მიმართულ ძირითად ნაბიჯებს და ვადებს, აღებულ ვალდებულებებს, გამოყოფილ ბიუჯეტსა და ზეგავლენების

 

გთხოვთ, იხილოთ 'მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშგებისა და მონიტორინგის გაიდლაინები' ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.

 

SECAP–ს შაბლონური ფორმა, რომელსაც მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისა და კლიმატის შესახებ მერების შეთანხმების ხელმომწერები ამჟამად იყენებენ, და რომელიც კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებისა და ადაპტაციისთვის 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს, შედგება შემდეგი ნაწილებისგან:  

 

შესავალი:

 

  • სტრატეგია: აკონკრეტებს როგორც შერბილების, ისე ადაპტაციის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზოგად სტრატეგიას. მასში გაერთიანებულია ხედვა, CO2–ს ემისიის შემცირების მიზანი, ადაპტაციის მიზნები, თანამშრომლებისა და ფინანსური რესურსების განაწილება, სხვა დაინტერესებული მხარეებისა და მოქლაქეების მოზიდვა.  

 

თავი I: ენერგეტიკა და  კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილება:

 

 

  • ემისიების ინვენტარიზაცია; მიუთоთებს ენერგიის საბოლოო მოხმარების არსებულ მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ CO2–ს ემისიას ნერეგომატარებლებისა და სექტორების მიხედვით;
  • შერბილების ღონისძიებები: განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების ძირითად ღონისძიებებს, რომლებიც საერთო სტრატეგიის განხორციელებაზე უნდა იყოს მიმართული, ასევე ვადებს, აღებულ ვალდებულებებს, გამოყოფილ ბიუჯეტსა და ზეგავლენების შეფასებას.

 

თავი II: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია:

 

  • ადაპტაციის შეფასების სკალა: იძლევა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში ადაპტაციის პროცედურის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვას.
  • რისკები და მოწყვლადობა: განსაზღვრავს პოტენციურ სექტორებს და რისკის დონეს, რომელსაც მათ ცლიმატის ცლილება უქმნის;
  • ადაპტაციის ღონისძიებები: განსაზღვრავს ძირითადი აქტივობების სიას იმისათვის, რომ მოხდეს ზოგადი სტრატეგიის რეალიზაცია თავისი ვადებით, აღებული ვალდებულებებით, და გამოყოფილი ბიუჯეტით; ასევე იმას, თუ რა რისკებსა და სისუსტეებს შეიცავს ესა თუ ის აქტივობა;
  • მაჩვენებლები: წარმოადგენს ერთგვარ საკონტროლო ნუსხას, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კომპლექსური გეგმის შესრულების სულისჩამდგმელის როლში უნდა გამოვიდეს.

 

გთხოვთ, იხილოთ 'ენერგიისა და კლიმატისთვის მერების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშგების ეტაპობრივი ინსტრუქციები ვებ–გვერდის ბიბლიოთეკაში.

 

შეგროვილი ინფორმაციის ძირითადი მომენტები შაბლონურ ფორმაში გრაფიკულ ფორმატშია მოცემული, რომელიც შემდგომში მერების შეთანხმების ვებ–გვერდზე თითოეული ხელმომწერის პროფილში ჩნდება.

ანგარიშგების ონ–ლაინ პლატფორმა 'My Covenant'–ს საშუალებით თქვენი სამოქმედო გეგმის შეტანის შემდეგ თქვენი გეგმის ყველა ძირითადი რეზულტატი, ავტომატურად, გრაფიკულ ასახვას ჰპოვებს მერების ხელშეკრულების ვებ–გვერდზე განლაგებულ თქვენს "ხელმომწერის პროფილში". ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, თქვენს მიერ ატვირთული მთელი დოკუმენტაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი თქვენს საჯარო პროფილზე ჩასატვირთად.

 

ამის შემდეგ სამოქმედო გეგმა გადაიცემა შეფასების პროცესის გასავლელად, რომელსაც ატარებს ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თქვენი გეგმა ვარგისიანობის კრიტერიუმებს და გიგზავნით  საპასუხო ანგარიშს.

 

შეფასების პროცესი ძირითადად ემყარება SEAP / SECAP ონ–ლაინ შაბლონის ფორმაში კოდირებულ აღწერებს. ამიტომ მერების შეთანხმების ყველა ხემომწერი ვალდებულია უზრუნველჰყოს, რომ შაბლონის ფორმაში შეტანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს მათ სრულ SEAP / SECAP დოკუმენტს.

 

ვარგისიანობის კრიტერიუები შემდეგია: 

 

1) სამოქმედო გეგმა დამტკიცებული უნდა იყოს ქალაქის საბჭოს, ან მისი ექვივალენტური ორგანოს მიერ.

2) სამოქმედო გეგმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილების  (ე.ი.  СО2–ს გამოფრქვევის შემცირება მინიმუმ 30%–თ 2030 წლამდე) და ადაპტაციის შესახებ.

3) სამოქმედო გეგმა უნდა ემყარებოდეს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) და კლიმატური რისკებისა და მოწყვლადობის შეფასების შედეგებს.

4) კლიმატიც ცვლილების ზემოქმედების შედეგების შერბილებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს საქმიანობის ძირითად სექტორებს (მუნიციპალური, არამუნიციპალური, საცხოვრებელი შენობები და ტრანსპორტი):

 

  • ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში ამ ოთხიდან მინიმუმ სამი სექტორი უნდა შედიოდეს;
  • კლიმატის ზემოქმედების შერბილების ღონისძიებები ამ ოთხიდან მინიმუმ ორ სექტორს უნდა მოიცავდეს.

 

შეთანხმების ხელმომწერს დაუკავშირდებიან, თუ ონ–ლაინ შაბლონის ფორმა არასრულად იქნება შევსებული, ან თუ რაიმე ინფორმაციის დამატება გახდა საჭირო.

 

შენიშვნა:

 

SEAP / SECAP ანალიზის სავარაუდო ვადა – ექვსი თვე.

 

თქვენი სამოქმედო გეგმის შეფასების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთობლივ კვლევით ცენტრს ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მისამართზე.

 

იმ შემთხვევებში, როცა სამოქმედო გეგმების კოორდინაციას შეთანხმების კოორდინატორი აწარმოებს, გაერთიანებულ კვლევით ცენტრს შეუძლია ჯგუფური ანალიზის ჩატარება, რაც დააჩქარებს მათ საპასუხო ანგარიშს. თუ თქვენს რაიონს/რეგიონს შემუშავებული აქვს ერთიანი მიდგომა სამოქმედო გეგმების შედგენაში ხელმომწერებისათვის დახმარების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ გაერთიანებულ კვლევით ცენტრს:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (მეტი ინფორმაცია იხ. აქ).

თუ მერებბის შეთანხმების ხელმომწერმა არ შეიტანა განცხადება გადავადების თხოვნით:

 

ერთი გადავადების უფლება შეიძლება მიეცეს, იმ პირობით, რომ ხელმომწერი სათანადოდ შეავსებს გადავადების მოთხოვნის ონ–ლაინ ფორმას – გთხოვთ იხილოთ  FAQ თავი სათაურით 'როგორ მოვითხოვოთ SEAP–ს შეტანის საბოლოო ვადის გაგრძელება?'

 

თუ მერების შეთანხმების ხელმომწერს ერთხელ უკვე უბოძეს გადავადება:

 

ინიციატივის გლობალური წარმატება და მისდამი ნდობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომ სრულდებოდეს ხელმომწერების მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ევროკომისია, პატვის სცემს რა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოების ძალისხმევას, რომ დროულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და გაითვალისწინონ მერების შეთანხმების ოფიციალური ტექსტის ის დებულება, რომელიც მის შეწყვეტას ეხება (*), შეაჩერებს ხელმომწერების მოქმედებებს, თუ დოკუმენტი გახანგრძლივებულ ვადებშიც არ იქნება შეტანილი. მიუხედავად ამისა, მერების ხელმომწერის სტატუსის კვლავ გააქტიურება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი იმ პირობით, რომ მუნიციპალიტეტი შეასრულებს პირველად ვალდებულებას და წესითა და რიგით შეიტანს სამოქმედო გეგმას ონ–ლაინ ექსტრანეტ სისტემის საშუალებით ('My Covenant').

_____________________________________________________________

(*) მოკლე ამონაწერი შეთანხმების ოფიციალური ტექსტიდან (გვ. 7):

"მონაწილეობის შეჩერება პირობების დაუცველობის შემთხვევაში: ხელმომწეერნი თანახმა არიან, რომ შეუჩერდეთ ინიციატივაში მონაწილეობა – მერების შეთანხმების ოფისის წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე – იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (ე.ი. მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა და მონიტორინგის ანგარიშები) დადგენილ ვადებში არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცედურა უზრუნველჰყოფს გამჭვირვალობას, სანდოობას და სამართლიანობას იმ ხელმომწერებთან მიმართებაში, რომლებიც ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს.

_____________________________________________________________

შენიშვნა: შეჩერების ახალი, სრულიად ავტომატიზებული და გამჭვირვალე პროცედურის შემოღების შემდეგ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ხელმომწერი სკუთარ ვალდებულებებს  საჯაროდ ხელმისაწვდომია და ინახება მათ ინდივიდუალურ პროფილში – იხ. ხელმმომწერთა სია. თუ ხელმომწერს სტატუსი შეჩერებული აქვს, საჯარო პროფილი განაცრისფერებულია და იუწყება "ხელმომწერის სტატუსი შეცერებულია – დოკუმენტების შემოტანის ვადა ამოიწურა"

სიახლეების გამოწერა