როგორც მომქმედმა ხელმომწერმა შეგიძლიათ შეთანხმების ფარგლებში ნებისმიერ დროს აიღოთ ახალი ვალდებულებები ქალაქის საბჭოში მათი დამტკიცების და ახალ ვალდებულებებთან მიერთების შესაბამისად ხელმოწერილი ფორმის წარდგენის შემდეგ. ეს ფორმა ჩვენთან შეგიძლიათ მოიპოვოთ.

 

თუ მერების შეთანხმებაზე ხელი მოწერილი გაქვთ, მაგრამ ჯერ არ დაგიწყიათ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის მომზადება:

 

 

- სანაცვლოდ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ძალისხმევა მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის (SECAP) სამოქმედო გეგმის მომზადებისკენ, რომელიც 2030 წლამდე ვადებზე იქნება გათვლილი როგორც კლიმატის ცვლილების ზეგვლიენის შერბილების, ისე მის მიმართ მედეგობის ამაღლების თვალსაზრისით. თქვენი SECAP–ს წარდგენისას მოგეთხოვებათ ასევე ხელშეკრულებასთან მიერთების ახალი ფორმის შევსებაც.   

 

თუ მერების შეთანხმებაზე ხელი მოწერილი გაქვთ და მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმაც წარდგენილი გაქვთ:

 

ფოკუსირება უნდა მოახდინოთ თქვენი საქალაქო საბჭოს მიერ 2020 წლამდე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, და ასევე შეაფასოთ ამ მიმართულებით არსებული მიღწევები. თუ გსურთ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის (SECAP) სამოქმედო გეგმის წარდგენა 2020 წლამდე, ჯერ უნდა წარადგინოთ ანგარიში მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის (SEAP) შესრულების ანგარიში მონიტორინგის არსებული შაბლონის შესაბამისად. 

 

თითოეული მომქმედი ხელმომწერი, საკუთარი გეგგმის ციკლურობიდან გამომდინარე, თავად წყვეტს როდის აიღოს ახალი ვალდებულებები და, შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს SECAP. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა, რომლებსაც 2020 წლამდე ვალდებულებებზე ხელი აქვთ მოწერილი და ახლა სურთ ახალი ვალდებულებების აღება, კლიმატისა და ენერგეტიკისთვის მერების ახალ შეთანხმებასთან   მიერთების მიზნით, შევსებული ფორმა უნდა გაგზავნონ პირდაპირ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მისამართზე, რადგან   ამ შემთხვევაში ონლაინ დარგისტრირების საშუალება არ არსებობს.

ხედვა, მისწრაფებები, სამუშოს მოცულობა

 

"მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის" – ეს ინიციატივა წამოწყებული იყო 2015 წლის 15 ოქტომბერს "მერების შეთანხმებისა" და "მერები ადაპტირდებიან" ერთობლივ ცერემონიაზე, სადაც დამტკიცდა გრძელვადიანი ხედვა და ახალი ვალდებულებები 2030 წლამდე. 

 

ეს ინიციატივა განსაზღვრავს ურთიერთდაკავშირებლი გამოწვევების გამკლავებაზე მიმართულ ახალ ვალდებულებას(ებს) და ერთობლივ გრძელვადიან ხედვას: კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილება, ადაპტაცია და ყველასთვის გარანტირებული, მდგრადი, და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუვნელყოფა.

 

ახალი ხედვა სამ ნაწილიანია და შეიცავს:

 

ჩვენი ტერიტორიების დეკარბონიზაციის დაჩქარებას, რითაც მიიღწევა გლობალური დათბობის საშუალოდ  2°C–ზე ნაკლებზე დაყვანა.

  

კლიმატის ცვლილების გარდაუვალ ზემოქმედებასთან ადაპტაციის პოტენციალის გაძლიერება, რაც ჩვენი ტერიტორიების შეუპოვრობას შეუწყობს ხელს. 

 

ენერგოეფექტურობის ამაღლება და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება ჩვენს ტერიტორიებზე ყველასთვის გარანტირებული, მდგრადი, და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუვნელსაყოფად.

 

ეს ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალ "გლობალურ წამოწყებას", რომლის ფაგრლებშიც ხელმომწერებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი ხედვები, შედეგები, გამოცდილება და ნოუ–ჰაუ ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ დეცენტრალიზებული თანამშრომლობისა და ქალაქების დაძმობილების გზით.

 

ვალდებულებები

 

ხელმომწერები, 2030 წლისათვის ვალდებულობენ მინიმუმ 30%–თ შეამცირონ ნახშირბადის ემისია საკუთარ ტერიტორიაზე და აამაღლონ მდგრადობა კლიმატის ცვლილების მიმართ, ასევე გაზარდონ ძალისხმევა ყველასთვის გარანტირებული, მდგრადი, და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის მიწოდებისთვის.

 

იმისათვის, რომ ვალდებულებები საქმეში გადაიზარდოს ხელმომწერი ვალდებულებას იღებს, ორი წლის ვადაში ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ,  წარმოადგინოს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP) და ასევე შესაბამის პროგრამებზე, სტრატეგიასა და გეგმებზე მორგებული ადაპტაციის მოსაზრებები.

მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის

 

საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად ადგილობრივი ხელისუფელბები კისრულობენ:

 

 

  • მოამზადონ და წარმოადგინონ ემისიების საბაზისო დონის ინვენტარიზაცია, (BEI) სადაც მითითებული იქნება ხელმომწერის ტერიტორიაზე გამოფრქვეული CO2–ს რაოდენობრივი მაჩვენებელი;  
  • მოამზადონ და წარმოადგინონ რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება (RVA), რომელშიც რისკის დონე ფასდება პოტენციური კლიმატური საფრთხეების ანალიზის, და ხელმომწერის ტერიტორიაზე მოწყვლადობების შეფასების საფუძველზე
  • წარმოადგინონ მერების შეთანხმების ინიციატივასთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დადგენილ ვადებში მომზადებული (ერთი წელი მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმისთვის, და ორი წელი მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის) და ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებული მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გგეგმა (SECAP). გეგმაში მითითებული უნდა იყოს დასახული მიზნების მისაღწევად გასატარებელი ზომები და პროგრამა.   
  • რეგულარულად – ყოველ ორ წელიწადში სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ – წარმოადგინონ მონიტორინგის ანგარიშები სამოქმედო გეგმის შესრულებაში მიღწეული წარმატებების მითითებით.

 

მერების შეთანხმება და მერები ადაპტირდებიან (ვალდებულებები 2016 წლამდე)

 

მერების შეთანხმების ინიციატივის და/ან "მერები ადაპტირდებიან"–ს  ხელმომწერთათვის ვალდებულებები და ანგარიშგების შესაბამისი მოთხოვნები იგივეა, რაც ვალდებულებების თავდაპირველ (მიერთებისას ხელმოწერილ) ტექსტშია მითითებული:

 

  • მერების შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ ოფიციალური ხელმოწერიდან ერთი წლის ვადაში წარადგინონ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (მესგ), ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში – მონიტორინგის ანგარიშები.
  • "მერები ადაპტირდებიან"–ს ხელმომწერები ვალდებულნი არიან ოფიციალური ხელმოწერიდან ორი წლის ვადაში შეიმუშაონ ადაპტაციის ადგილობრივი სტრატეგია და/ან ჩართონ ადაპტაციის ნაბიჯები არსებულ შესაბამის გეგმებში, ხოლო შემდგომ ყოველ ორ წელიწადში წარადგინონ მონიტორინგის ანგარიშები.

 

ხელმომწერები თანახმა არიან შეჩერდეს მოცემულ ინიციატივაში მათი წევრობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ ვადებში ვერ წარმოადგენენ ზემოხსენებულ დოკუმენტებს (SEAP/SECAP და მონიტორინგის ანგარიში).  როგორც კი ხელმომწერები მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ, მერების შეთანხმებაში მათი წევრობა განახლდება. წევრობის შეჩერების დეტალები.

ევროკომისიამ ვალდებულება აიღო მხარი დაუჭიროს მერების შეთანხმების ხელმომწერ ადგილობრივ ხელისუფლებებს და გაასაჯაროოს მათი საქმიანობა

 

ჯერ ერთი, კომისიამ ჩამოაყალიბა და დააფინანსა მერების შეთანხმების ოფისი (оСоМ), რომელიც საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით ნებისმიერ საკითხში უწევს დახმარებას ხელმომწერებს და პოპულარიზაციას უწევს მათ საქმიანობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. СоМ ოფისი ასევე კოორდინაციას უწევს მესამე პირებთან ურთიერთობებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან და დონორებთან ხელმომწერთა საქმიანობის მხარდასაჭერად.

 

მეორეც, ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს оСоМ–თან, რათა მიაწოდოს სრული ტექნიკური გაიდლაინები და შაბლონები, რომელთა მიზანიცაა მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარება, და სამოქმედო გეგმების განხორცილებისა და მათი შედეგების მონიტორინგის უზრუნველყოფა.

 

მესამეც, ევროკომისიამ აიღო დაფინანსების მექანიზმების შექმნისა და ევროკავშირის დონეზე პოლიტიკური მხარდაჭერის გაკრვეული ვალდებულება.

 

კვლევები გვიჩვენებს, რომ  ხელმომწერები ამ მოძრაობასთან მიერთების უამრავ მიზეზს ასახელებენ, რომელთა შორისაცაა: 

 

  • CO2–ს შემცირების ამბიციური ვალდებულების საჯაროდ გამოცხადება;
  • საკუთარ ტერიტორიაზე CO2–ს შემცირების დინამიკის შექმნა ან გაძლიერება;
  • მიბაძონ და მაგალითი გადაიღონ ამ საქმის პიონერებისგან;
  • საკუთარ ტერიტორიაზე მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება
  • გააცნონ საკუთარი ტერიტორის საუკეთესო პრაქტიკა დანარჩენ საზოგადოებას;,
  • განაცხადონ საკუთარი მიღწევების შესახებ როგორც შეთანხმების წევრი საზოგადოებრიობის შიგნით, ისე მის გარეთ შეთანხმების ვებ–გვერდის საშუალებით;
  • გააუმჯობესონ საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი;
  • მიიღონ სარგებელი ფართე ტექნიკური მხარდაჭერიდან;
  • გააძლიერონ თანამშრომლობა საკუთარ მოქლაქეებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან სამოქმედო გეგემების შემუშვებისა და მისი შესრულების მონიტორინგის გზით.

მერების შეთანხმების ამომავალი წერტილი იყო ევროპის ქალაქების მოწოდება, რომელიც მოიწონა და მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. რამდენადაც მერების შეთანხმება ქვემოდან წამოსული ინიციატივაა, და ამავე დროს არის მუნიციპალიტეტების ნებაყოფლობითი ვალდებულება მიაღწიონ ამბიციურ მიზნებს, რომლებიც თვითონვე დაისახეს, ამ შეთანხმებაზე მიერთება სრულიად უფასოა, ისევე როგორც გეგმიური დავალებების შესრულება და ანგარიშგება შეთანხმების შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით.

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა (MDCP) ან მერების შეთანხმებს ეროვნული კლუბი, ეს არის სადისკუსიო პლატფორმა, რომელიც ჩამოყალიბებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის (EaP) ყველა ქვეყანაში, და აერთიანებს შეთანხების ხელმომწერებს და ყველა ძირითად მონაწილეს (კოორიდნატორებს, მხარდამჭერებს, EUD, ეროვნულ და რეგიონალურ მმართველობებს, კერძო სექტორს, დონორებს და სხვა)  რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ხელმომწერებს  მდგრადი მუნიციპალური ენერგეტიკისა და კლიმატის განვითარების სტრატეგიების პროექტირება, განხორციელებასა და დაფინანსებაში. პლატფორმების ძირითადი ამოცანაა ეროვნული პოლიტიკის დიალოგი, მასში ჩართულები იქნებიან ძირითადი დაინტერესებული მხარეები, რომლებიც განსაზღვრავენ სამოქმედო გეგმის განხორციელებისას არსებულ ძირითად წინააღმდეგობებს და ხელშემწყობ პირობებს, შეიმუშავებენ სტრატეგიულ რეკომენდაციებს ამ წინააღმდეგობების დასაძლევად, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას მდგრადი ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილებაში. ასევე პლატფორმები ხელს შეუწყობენ ცოდნის გადაცემას, დახმარების სხვადასხვა  საშუალებების უფრო ეფექტურ დაგეგმვას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ზრდას.

სიახლეების გამოწერა