იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი, უკვე არსებული, სამოქმედო გეგმა აკმაყოფილებს მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, გთხოვთ გადახედოთ დოკუმენტს და დაადგინოთ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შედეგების ცვლილებისთვის SEAP სახელმძღვანელოში  რეკომენდებულ 10 ძირითად მოთხოვნას. (იხ.SEAP სახელმძღვანელო, გვ. 8, ინგლ. გერმ. ფრანგ. იტალ. და ესპ. ენებზე).

 

მოქმედების გეგმაში ნათლად უნდა იყოს მითითებული საკვანძო ვალდებულებები, ანუ СО2–ს ემისიის შემცირება მინიმუმ 20%–თ 2020 წლამდე და/ან СО2–ს ემისიის შემცირება 30%–თ 2030 წლამდე და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაზრდა (SECAP), რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ივალდებულა მერების შეთნხმების ხელმოწერის დროს.   

საჭიროა სტრატეგიული ვალდებულებების გადაყვანა მოკლე– და საშუალოვადიანი კონკრეტული მოქმედებების, და ასევე გრძლევადიანი სტრატეგიისა და მიზნების კონტექსტში. თუ თქვენი, არსებული, გეგმის ვადები არ ემთხვევა მერების შეთანხმებით დადგენილ ვადებს (ე.ი. 2020წ. ან 2030 წ.), მაშინ ის უნდა მიუსადაგოთ იგი მერების შეთანხმების სამიზნე დროით ჩარჩოებს და ჩართოთ შეთანხმების მიზანი ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებულ, თქვენს სამოქმედო გეგმაში

 

ამასთანავე, თქვენი გეგმის საკვანძო ელემენტების შესახებ უნდა განაცხადოთ ონ–ლაინ შაბლონის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე 'ჩემი ხელშეკრულება' (‘My Covenant’). გთხოვთ ასევე გადახედოთ ანგარიშგების გაიდლაინებს, რომლებსაც ბიბლიოთეკაში იპოვით.

რამდენადაც მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს დაქვემდებარებულ მთელს გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საქმიანობას, რომელსაც ეწევა როგორც სახელმიწფო, ისე კერძო სექტორი.

 

შეთანხმების ხელმომწერთ შეუძლიათ თავად ამოირჩიონ მოქმედების არეალი. პრინციპში მოსალოდნელია, რომ სამოქმედო გეგმების უმეტესობა მოიცავს იმ სექტორებს, რომლებიც ემისიის ინვენტარიზაციაში და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაშია (მხოლოდ SECAP–თვის)  გათვალისწინებული. კლიმატის ცვლილების შერბილებს ნაწილში (SEAP–ც და SECAP–ც) რეკომენდებულია იმ აქტივობების შეტანა, რომელიც შეთანხმების საკვანძო სექტორებზეა მიმართული:

 

  • მუნიციპალური შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
  • სხვა (არამუნიციპალური) შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
  • საცხოვრებელი სახლები
  • ტრანსპორტი

 

ასევე შეიძლება სხვა აქტივობების ჩართვა ისეთი სექტორებში, როგორებიცაა, მაგალითად:

 

  • მრეწველობა;
  • ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება;
  • სითბოს/სიცივის ადგილობრივი წარმოება;
  • სხვა (მაგალითად სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა).

 

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის (მხოლოდ SECAP–თვის):

 

იმ სექტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ქალაქების მედეგობას უწყობენ ხელს დიდ არის დამოკიდებული კონტექსტზე. ამიტომ კლლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სრული და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს საქალაქო მეურნეობის ყველა იმ სფეროს ადაპტაციის ზომებს, რომლებზეც კლიმატი ახდენს გავლენას. იმ სექტორებს შორის, რომლებსაც ქალაქის მედეგობის გაუმჯობესება შეუძლიათ, აღსანიშნავია: 

 

  • ინფრასტრუქტურა
  • კომუნალური სევისები
  • მიწათსარგებლობის დაგეგმვა
  • გარემო და ბიომრავალფეროვნება
  • სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობას
  • ეკონომიკა.

მერების წინა შეთანხმების ხელმომწერნი, რომელშიც მხოლოდ ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებაზე იყო საუბარი ვალდებულება აიღეს მოემზადებინათ და 2020 წლამდე განეხორციელებინათ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP). მერების ახალი, კლიმატისა და ენერგეტიკის, შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და 2030 წლამდე განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP), რომელიც ითვალისწინებს კლიმატის შერბილებასაც და ადაპტაციასაც.

 

სამოქმედო გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) წარმოადგენს საკვანძო დოკუმენტს, რომელიც გვიჩვენებს როგორ განახორციელებს შეთანხმების ხელმომწერი საკუთარ ხედვას და ამოცანას. გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, ე.ი. საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციას კლიმატის შერბილების ნაწილისთვის, და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას ადაპტაციის ნაწილისთვის (მხოლოდ SECAP–თვის); ნათლად დასახულ მიზნებსა და ამოცანებს; და დაგეგმილ ღონისძიებებს თავისი ვადებით, პასუხისმგებელი პირებით და სავარაუდო შედეგებით.    

 

საქმიანობის სფერო:

 

მერების შეთანხმება ითვალისწინებს საქმიანობას ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი სახელისუფლების ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად მოსალოდნელია, რომ შეთანხმების ხელმომწერნი გამოვლენ რამდენიმე როლში, ან ყველა შესაძლო როლში:

 

  • მომხმარებელი და ნიმუში: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია ენერგიის საკუთარ მოხმარებაზე. ამავე დროს ისინი სანიმუშო უნდა იყვნენ დანარჩენი მომხმარებლებისთვის, ენერგიის უფრო ეფექტიანი მოხმარებისკენ მოწოდონ მოქლაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
  • დამგეგმავი, განმავითარებელი (დეველოპერი) და რეგულატორი: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობის, ტრანსპორტისა და მიწათსარგებლობის პოლიტიკაზე. მათ გააჩნიათ ახალი შენობების ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციის, ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ზომებისა და ადაპტაციის სტრატეგიების ადგილობრივი დაგეგვის პრაქტიკაში ინტეგრირების უფლებამმოსილება, ისინი არეგულირებენ ტრანსპორტის გამართულ მუშაობას და ენერგოეფექტურობას კანონიერი გადაწყვეტილებებისა და ნორმატიული დოკუმენტების მიღების გზით.
  • მწარმოებელი და მომწოდებელი: ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ასევე შეიძლება იყოს ადგილობრივი კომუნალური საწარმო და მომსახურების მომწოდებელი, ხელი შეუწყოს ენერგიის ადგილობრივად წარმოებას და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას (მაგ. სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წაარმოება თბოელექტროსადგურში, უბნის ცენტრალიზებული თბომომარაგება და ა.შ.)
  • კონსულტანტი და მოტივაციის მიმცემი: ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოიზიდოს ადგილობრივი საზოგადოება მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მაგ. არქიტექტორების, დამგეგმავების ან მშენებლების) კონსულტანტისა და განმანათლებლის როლში გამოვიდეს.

 

კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილების თემაზე უფრო დაწვრილებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ SEAP სახელმძღვანელოს (ინგლ. გერმ. ფრანგ. იტ. ესპან.  ენებზე)

 

ადაპტაციის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადაპტაციაში ქალაქებისათვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტს

საკონტროლო მონაცემების ინსტრუმენტში წარმოდგენილია შემდეგი სექტორები: საცხოვრებელი სახლები, მომსახურება (ოფისები, მაღაზიები, საავადმყოფოები და აღჭურვილობა/ნაგებობა), მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, და ტრანსპორტი, ისევე როგორც სხვა ენერგომატარებლები:  ელექტრობა, სითბო/სიცივე, ბუნებრივი აირი, გათხევადებული აირი, ღუმელის სათბობი, დიზელი, ბენზინი, ლიგნიტი/ნახშირი, წიაღისეული საწვავის სხვა სახეობები და მცენარეული ზეთები/ბიოსაწვავი. 

საკონტროლო მონაცემების ინსტრუმეტნი (RDT) შემუშავებულია მერების შეთანხმება აღმოსავლეთის ოფისის მიერ, რათა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მიაწოდოს ენერგიის საბოლოო მოხმარებასთან და ნახშირორჟანგის (CO2) ემისიის საკონტროლო მონაცემები, რომლებიც საჭიროა   საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცის (BEI) პროცესში და ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგის (EIM)*

 

ინსტრუმენტი შეიცავს მონაცემთა ბაზას, კონკრეტული სექტორებისა და ენერგომატარებლების მიხდევით დანაწილებულ ეროვნულ სტატისტიკურ მონაცემებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის 11 ქვეყნისთვის. მონაცემები შემდეგი სექტორებიდანაა: საცხოვრებელი სახლები, მომსახურება (ოფისები, მაღაზიები, საავადმყოფოები და აღჭურვილობა/ნაგებობა), მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, და ტრანსპორტი.

 

ენერგიის წყაროების სიაში შედის: ელექტრობა, სითბო/სიცივე, ბუნებრივი აირი, გათხევადებული აირი, ღუმელის სათბობი, დიზელი, ბენზინი, ლიგნიტი/ნახშირი, წიაღისეული საწვავის სხვა სახეობები და მცენარეული ზეთები/ბიოსაწვავი.  

 

*) უნდა აღინიშნოს, რომ ინსტრუმენტი შემუშავებულია საკონტროლო მონაცემების მისაწოდებლად იმ შემთხვევისთვის, როცა არ არსებობს სანდო ადგილობრივი მონაცემები გარკვეული წლების და/ან სექტორების მიხედვით.  ეს განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება აღმოჩნდეს პატარა თემებისთვის, სადაც ადგილობრივი მონაცემების შეგროვების სისტემა.

ადაპტაციის ზომების შემუშვებაში ქალაქებისთვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტი  (Urban Adaptation Support Tool) დაწვრილებით და ეტაპობრივ ახსნა–განმარტებას იძლევა, თუ როგორ უნდა მომზადდეს რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება. უფო მეტიც, ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ RVA–ს სწორად გამოყენებასა და მიღებული შედეგების შესაბამისი ადაპტაციის ზომების მიღებაში.

 

აქ შეიგიძლიათ მოიძიოთ Urban Adaptation Support Tool  

რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება წარმოადგენს ანალიზს, რომელიც განსაზღვრავს რისკის ხასიათსა და ხარისხს. პოტენციური საფრთხეების გაანალიზებისა და მოწყვლადობის შეფასების საფუძველზე დგინდება, თუ რა შეიძლება დაემუქროს, ან დააზიანოს  ადამიანები, მათი ქონება, საცხოვრისი, ან გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და რომელზეც დამოკიდებულნი არიან.  ის იმ ასპექტების გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და, შესაბამისად, იძლევა ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად. შეფასება შეიძლება შეეხოს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია წყალდიდობებთან, ექსტრემალურ ტემპერატურებთან და თბურ ტალღებთან, გვალვებთან და წყლის რესურსების სიმცირესთან,    ქარიშხლებთან და ამინდის სხვა ექსტრემალურ გამოვლინებებთან,ტყის ხანძრების მატებასთან, ზღვის დონის ამაღლებასთან და სანაპირო ზოლის ეროზიასთან (შესაბამის შემთხვევებში). რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება, ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციასთან ერთად, წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების ამოსავალ წერტილს.

იმისათვის, რომ ენერგომოხმარებისა და CO2–ს ემისიების მონაცემები ეფექტიანად გაკონტროლდეს და, თუ საჭირო გახდა, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ადაპტირება, ხელმომწერებს რეკომენდაცია ეძლევათ რეგულარულად აწარმოონ ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი. მერების შეთანხმების კონტექსტში მოთხოვნა ასეთია, რომ ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4 წელიწადში ერთხელ. ჩვენ გირჩევთ  ყოველწლიურად ჩაატაროთ მონიტორინგი, რაც საშუალებას იძლევა ყოველი მომდევნო ინვენტარიზაციის შედეგი შეედაროს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციას და ენერგიის ეკონომიის, განახლებადი ენერგიების წარმოების და CO2–ს ემისიების შემცირების ღონისძიებებში მიღწეული წარმატებების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.

მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდეულებებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული მთელი გეოგრაფიული ტერიტორია. ამდენად ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგიის მოხმარება საქმიანობის ყველა საფეროში/ყველა სექტორში. მერების შეთანხმების მიხედვით ძირითადი სექტორებია:

 

  • მუნიციპალური შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
  • მესამე კლასის (არამუნიციპალური) შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
  • საცხოვრებელი სახლები;
  • ტრანსპორტი.

ორი განსხვავებული მიდგომა შეიძლება შეირჩეს ადგილობრივ დონეზე ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის მოსამზადებლად:

 

ტერიტორიალური (სტანდარტული), ანუ IPCC (კლლიმატის ცვლილების ეკსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფი) მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე საბოლოო ენერგომოხმარების შედეგად წარმოქმნილ CO2–ს მთლიან ემისიებს

 

სასიცოცხლო ციკლის შეფასებითი (LCA)  მიდგომა, რომელიც ენერგომატარებლის (საწვავი/ელექტრობა) მთლიან სასიცოცხლო ციკლს ითვალისწინებს. აქ შედის ის ემისიებიც, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ტერიტორიის გარეთ ხდება, (მაგალითად საწვავის ტრანსპორტირებისა და გადამუშავების შედეგად, ან ენერგიის კონვერსიის (გარდაქმნის) შედეგად და ა.შ.

სიახლეების გამოწერა