В Тбилиси состоялась первая рабочая встреча Муниципальной координационной платформы развития (MDCP). В Грузии она предназначена городам, подписавшим инициативу Евросоюза «Соглашение мэров», – их 23, территориальным координаторам – государственным уполномоченным-губернаторам Гурии, Мцхета-Мтианети и Кахети. Сторонником «Соглашения мэров» является Центр энергоэффективности Грузии.
Additional Info
- Ссылка на веб ресурс Link on web resource
როგორ შეიძლება პლატფორმის მიტოვება? (რეგისტრაციის გაუქმება)
Written by Anna Zenzinaთანამშრომლობის პლატფრომიდან გამოსასვლელად შებრძანდით ექსტრანეტ ‘My Covenant`–ში თქვენი ელ–ფოსტის მისამართით და პაროლით. გადადით‘my account’ > ‘my profile’ და გამოდით პლატფორმიდან ‘no’ ვარიანტის ამორჩევით იქ, სადაც განლაგებულია 'მერების შეთანხმება აღმოსავლეთის სადისკუსიო სია'
თანამშრომლობის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შეყტობინებები გაუგზავნოთ ყველას, ვინც ამ პლატფორმაზეა დარეგისტრირებულლი. შეტყობინების გაგზავნა ელექტრონული წერილების სახით შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. ამ მისამართზე გაგზავნილ თქვენს შეტყობინებას ან კითხვას მიიღებს პლატფორმის ყველა დანარჩენი მონაწილე.
თუ ვინმეს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გნებავთ, გაგზავნეთ ის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..
- შებრძანდით ‘my covenant` ვებ–გვერდზე თქვენი ელ–ფოსტისა და პაროლის საშუალებით. გადადით ' ‘my account’ > ‘my profile’ და დარეგისტრირდით პლატფორმაზე ‘yes’ ვარიანტის ამორჩევით იქ, სადაც განლაგებულია 'მერების შეთანხმება აღმოსავლეთის სადისკუსიო სია' (Covenant East Discussion List)
- შებრძანდით მისამართზე http://lists.eumayors.eu/sympa და დააჭირეთ ‘First Login?’(პირველად ატვირთვა?) ფუნქციას. შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული მისამართი და დააჭირეთ ‘Request fist password’ (პაროლის მოთხოვნა). პაროლი მოგივათ თქვენს ელექტრონულ მისამართზე. შეამოწმეთ 'ნაგავიც' (spam), რომ შემთხვევით იქ არ იყოს მოხვედრილი.
მიწერმოწერა შეგიძლიათ აწარმოოთ ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
ემისიის საბზისო ინვენტარიზაციისა და ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებსათან, რეალიზაციასთან და მონიტორინგთან დაკავშირებულ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე ან რეკომენდაციაზე. ადმინისტრაციულ საკითხებზე (მაგ. პაროლის მიღება, ექსტრანეტი, ვადების გაგრძელება და ა.შ.) გთხოვთ დაუკავშირდეთ შესაბამის ტქნიკური დახმარების სამსახურებს ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (მერების შეთანხმება არმოსავლეთი ინიციატივა) ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (მერების შეთანხმების ოფისი).
შეთანხმების ხელმომწერნი, კოორდინატორები და მხარდამჭერები ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკისა და პოსტ–საბჭოური ქვეყნებიდან.
თანამშრომლობის პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონული ფოსტით დაკონტაქტების შესაძლებლობას, რომელიც დისკუსიის საშუალებას აძლევს ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკისა და პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებს. ამ ხელმომწერებს ისტორიული წარსული და ერთნაირი ადმინისტრაციული სისტემები აერთიანებს, რაც დღემდე გავლენას ახდენს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. თანამშრომლობის პლატფორმის საშუალებით ხელმომწერები უზიარებენ ერთმანეთს ემისიის საბაზო ინვენტარიზაციის, და ასევე მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების, რეალიზაციისა და მონიტორინგის გამოცდილებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა დაეხმაროს ახალ ხელმომწერებს უფრო 'სტაჟიანი" ხელმომწერებისგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებაში.
როგორ ჩავერთოთ მერების შეთანხმების პროცესში?
Written by Anna Zenzinaეროვნულ ენერგეტიკულ სააგენტოებს შეუძლიათ ჩაერთონ "შეთანხმების კოორდინატორების" სახით.
ადგილობრივ და რეგიონულ ენერგეტიკულ სააგგენტოებს შეუძლიათ გახდნენ შეთანხმების მხარდამჭერნი, რისთვისაც ხელი უნდა მოაწრონ ვალდებულების განაცხადს (დეკლარაციას), რომლიც მიხედვითაც ისინივალდებულებას იღებენ დაეხმარონ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ ადგილობრივ და რეგიონულ სახელისუფლებო ორგანოებს. პროცედურის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.
რატომ უნდა იყვნენ LAREAs ჩართული მერების შეთანხმების საქმიანობაში?
Written by Anna Zenzinaმერების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასა და მიზნების მიღწევას არა მარტო პოლიტიკური ნება სჭირდება, არამედ შესაბამისი ტექნიკური პოტენციალიც. ადგილობრივ და რეგიოინულ ენერგეტიკულ სააგენტოებს ამ სფეროში 10–წლეულობით მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ და მათი ეს ცოდნა და გამოცდილება ენერგეტიკის ადგილობრივი პოლიტიკის გატარებისთვის ძალიან გამოადგება მერების შეთანხმებას. შესაბამისად მერების შეთანხმება კარგ საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ უკეთ გამოჩნდეს ენერგეტიკული სააგენტოების როლი და მოხდეს მათი საქმიანობის წარმოჩინება,
მათი მისიისდან გამომდინარე, ადგილობრივი და რეგიონული ენერგეტიკული სააგენტოები ორმაგ როლს თამაშობენ: ერთის მხრივ მათ რეგიონში მდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში პოპულარიზაციას უწევენ მერების შეთანხმებას, და მეორეს მხრივ შეთნხმების ხელმომწერთ ტექნიკურ დახმარების უწევენ საქმიანობის განხორციელებაში, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ გააჩნია საკმარისი ფინანსური და/ან ადამიანური რესურსები შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
ამგვარად, LAREA–ებს რეკომენდაცია ეძლევათ პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ თავისი რეგიონის სახელისუფლებო ორგანოებთან და დაეხმარონ მათ მერების შეთანხმებით დასახული მიზნებისა და მოთხოვნების განხორციელებაში. LAREAs ასევე შეუძლიათ შეთანხმების მხარდამჭერნი გახდნენ და მჭიდროდ ითანამშრომლონ შეთანხმების კოორდინატორებთან, როგორც შეთანხმების ხელმომწერებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევის "შეიარაღებულმა ფრთამ".
More...
მერების შეთანხმების კოორდინატორები და მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
Written by Anna Zenzinaშეთანხმების საპარტნიორო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და შეთანხმების კოორდინატორი გავხდი 2015 წელს, ან უფრო ადრე. საჭიროა თუ არა, რომ თავიდან მივუერთდე ახალ ინიციატივას?
არა, მერების შეთანხმების არსებულ კოორდინატორებს, არ მოეთხოვებათ ახალ ინიციატივასთან მიერთება. ორგანიზაცია ინარჩუნებს სტატუსს და თავად წყვეტს, თუ როდის განაახლოს ხელმომწერთა მიერ 2030 წლისთვის დასახული ამოცანების შესრულებაში დახმარების ვალდებულებები. ამავე დროს უნდა წაახალისოთ საკუთარი წევრები და თქვენს ტერიტორაიზე არსებული ხელმომწერები, რომ მიუერთდნენ ახალ ინიციატივას საკუთარი ამბიციების გაფართოების მიზნით.
ჯერ არა ვარ შეთანხმების კოორდინატორი, მაგრამ მინდა მივუერთდე ახალ ინიციატივას. როგორ უნდა ვქნა ეს?
შეთანხმების კოორდინატორის სტატუსის მისაღებად, ან საკუთარი ვალდებულებების გასაახლებლად შებრძანდით "How to apply" ფუნქციაში
თუ თქვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია გახდეს შეთანხმების ოფიციალური კოორდინატორი, მან უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:
- შეავსოს შეთანხმებასთან მიერთების ონ–ლაინ ფორმა;
- დასტურის მიღების შემდეგ შეავსოს და ხელი მოაწეროს ვალდებულებების განაცხადს (დეკლარაციას), რომელსაც მას გამოუგზავნიან, და დაუბრუნოს შეთანხმების ტექნიკური დახმარების სამსახურს მისამართზე (ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.).
სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის მიღების შემდეგ მერების შეთანხმების ოფისი თქვენი ორგანიზაციისთვის შექმნის ონ–ლაინ პროფილს, რომელიც საშუალებას მოგცემთ აქტირად ჩაერთოთ მერების შეთანხმების საზოგადოებრიობის აქტივობებში და რომელიც საშუალებას მოგცემთ უკეთ დაეხმაროთ თქვენს ასოცირებულ ხელმომწერებს.
რა პრაქტიკული წვლილი შეაქვთ კოორდინატორებს ინიციატივაში და რა უპირატესობებს აძლევთ მათ ეს სტატუსი?
Written by Anna Zenzinaშეთანხმების კოორდინაგორის სტატუსის მიღებას მრავალმხირვი უპირატესობა მოაქვს:
- ევროკომისიის მიერ მოწონება და აღიარება;
- ფართე პოპულარობა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით შეთანხმების ვებ–გვერდზე მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განლაგების გზით;
- გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ევროპელ კოლეგებთან და მათთან საქმიანი კონტაქტების დამყარება;
- უკვე შემუშავებული ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების შესახებ სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მიღება;
- მიზნობრივ სადისკუსიო ჯგუფებში, სემინარებსა და გამოცდილების გაზიარების სხვა პლატფორმებში მონაწილეობა;
- და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ტერიტორიული განვითარების კონსოლიდაცია და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების გაძლიერება.
პრაქტიკული თვალსაზრისით, თქვენს ორგანიზაციას, როგორც შეთანხმების კოორდინატორს, ხელი მიუწვდება პაროლით დაცულ ვებ–გვერდზე ‘My Covenant’, რომელიც კარგი პლატფორმაა ინფორმაციისა და ძირითადი მონაცემების გასაცვლელად შეთანხმების მთელ საზოგადოებრიობასთან, და ასევე იზრდება თქვენი ორგანიზაციის ვიზუალიზაცია.
‘My Covenant’ ვებ–გვერდის საშუალებით შეგიძლიათ:
- თქვნი პროფილი, და ასევე მასთან ასოცირებული, ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოების პროფილები მუდმივად შეიცავდეს უახლეს მონაცემებს;
- მოუწოდოთ ხელმომწერებს, რომ მიბმული (დაკავშირებული) იყვნენ თქვენს პროფილთან;
- თვალი ადევნოთ თქვენი ხელმომწერის წარმატებებს (SEAP, SECAP, მონიტორინგი ....);
- შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ SEAP შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
- შეიტანოთ განაცხადი თქვენი ხელმომწერის მიერ მონიტორინგის ანგარიშის შეტანის 18–თვიანი გადავადების თხოვნით. იხ. how to request an extension;
- თქვენი 'ხარისხის ეტალონი' (ე.ი. განხორციელებული ძირითადი აქტივობები) დაანახოთ შეთანხმების საზოგადოებრიობას და მის ფარგლებს გარეთ;
- ჩატვირთოთ და გააზიაროთ სასარგებლო რესურსები პოტენციალების გაცვლის )Capacity sharing) პლატფორმაზე და მონაწილეობა მიიღოთ სადისკუსიო ჯგუფებში;
- გამოაქვეყნოთ თქვენი აქტივობები დღის წესრიგის პროგრამაში;
- სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ (ნეტვორკინგი) შეთანხმების საზოგადოებრიობასთან (ფორუმების, ვებინარების, რონისძიებების... გზით.) და მიიღოთ შთაგონება მათი აქტივობებიდან.
ექსტრანეტი (‘My Covenant’) და საჯარო პროფილი სინქრონიზებულია; უმეტესი ინფორმაცია, რომელიც ექსტრანეტზე შეგაქვთ, აისახება საჯარო ვებ–გვერდზე.
რაში მდგომარეობს შეთანხმების კოორდინატორების როლი?
Written by Anna Zenzinaევროკომისია ეროვნულ და ტერიტორიალურ კოორდინატორებს მნიშვნელოვან მოკავშირებად განიხილავს მერების შეთანხმების ხელმომწერთა დახმარებაში, რათა ამ უკანასკნელებმა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და გაზარდონ შეთანხმების გავლენა.
შეთანხმების კოორდინატორების ტიპიური ამოცანები შემდეგში მდგომარეობს:
- მერების შეთანხმებასთან მიერთების მსურველი მუნიციპალიტეტების რიცხვის გაზრდა და მერების შეთანხმების (არსებულ და პოტენციურ) ხელმომწერებს შორის ცოდნისა და გმოცდილების გაზიარებაში დახმარება;
- ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის SEAP/SECAP სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში ტექნიკური და სტრატეგიული დახმარების გაწევა;
- ხელმომწერთათვის ფინანსური დახმარების გაწევა პირდაპირი დახმარების (გრანტები, სუბსიდიები და ა.შ.) ან/და ტქნიკური დახმარების გასაწევად ადამიანური რესურსების გამოყოფის სახით;
- სხვა ეროვნულ / ტერიტორიალურ კოორდინატორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობა ერთობლივი საქმიანობისა კოორდინირებული მიდგომების წახალისების მიზნით;
- მერების შეთანხმების საქმიანობაში მონაწილეობა და დახმარება იმ ღონისძიებების დადგენასა და ჩატარებაში, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მერების შეთანხმების პოპულარიზაცია;
- მერების შეთანხმების ოფისისთვის რეგულარული, არანაკლებ ყოველი ორი წლისა, ანგარიშების წარდგენა ხელმომწერთა მხარდამჭერი აქტივობების შესახებ და შეთანხმების სტრატეგიულ განხორციელებაში მონაწილეობა.
ზემოთ ჩამოთვლილილ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მერების შეთანხმების ოფისს შეუძლია შეაჩეროს შეთანხმების კოორდინატორების მონაწილეობა ინიციატივაში