შეიძლება თუ არა, რომ მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური განვითარების უკვე არსებული ადგილობრივი გეგმა საკმარისი აღმოჩნდეს SEAP / SECAP ფარგლებში არსებული მოთხოვნილებების შესასრულებლად?
Written by Anna Zenzinaიმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი, უკვე არსებული, სამოქმედო გეგმა აკმაყოფილებს მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, გთხოვთ გადახედოთ დოკუმენტს და დაადგინოთ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შედეგების ცვლილებისთვის SEAP სახელმძღვანელოში რეკომენდებულ 10 ძირითად მოთხოვნას. (იხ.SEAP სახელმძღვანელო, გვ. 8, ინგლ. გერმ. ფრანგ. იტალ. და ესპ. ენებზე).
მოქმედების გეგმაში ნათლად უნდა იყოს მითითებული საკვანძო ვალდებულებები, ანუ СО2–ს ემისიის შემცირება მინიმუმ 20%–თ 2020 წლამდე და/ან СО2–ს ემისიის შემცირება 30%–თ 2030 წლამდე და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაზრდა (SECAP), რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ივალდებულა მერების შეთნხმების ხელმოწერის დროს.
საჭიროა სტრატეგიული ვალდებულებების გადაყვანა მოკლე– და საშუალოვადიანი კონკრეტული მოქმედებების, და ასევე გრძლევადიანი სტრატეგიისა და მიზნების კონტექსტში. თუ თქვენი, არსებული, გეგმის ვადები არ ემთხვევა მერების შეთანხმებით დადგენილ ვადებს (ე.ი. 2020წ. ან 2030 წ.), მაშინ ის უნდა მიუსადაგოთ იგი მერების შეთანხმების სამიზნე დროით ჩარჩოებს და ჩართოთ შეთანხმების მიზანი ქალაქის საბჭოს მიერ დამტკიცებულ, თქვენს სამოქმედო გეგმაში
ამასთანავე, თქვენი გეგმის საკვანძო ელემენტების შესახებ უნდა განაცხადოთ ონ–ლაინ შაბლონის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე 'ჩემი ხელშეკრულება' (‘My Covenant’). გთხოვთ ასევე გადახედოთ ანგარიშგების გაიდლაინებს, რომლებსაც ბიბლიოთეკაში იპოვით.
რომელი სექტორები/საქმიანობის სფეროებია გათვალისწინებული SEAP–ში და SECAP–ში?
Written by Anna Zenzinaრამდენადაც მერების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს დაქვემდებარებულ მთელს გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საქმიანობას, რომელსაც ეწევა როგორც სახელმიწფო, ისე კერძო სექტორი.
შეთანხმების ხელმომწერთ შეუძლიათ თავად ამოირჩიონ მოქმედების არეალი. პრინციპში მოსალოდნელია, რომ სამოქმედო გეგმების უმეტესობა მოიცავს იმ სექტორებს, რომლებიც ემისიის ინვენტარიზაციაში და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებაშია (მხოლოდ SECAP–თვის) გათვალისწინებული. კლიმატის ცვლილების შერბილებს ნაწილში (SEAP–ც და SECAP–ც) რეკომენდებულია იმ აქტივობების შეტანა, რომელიც შეთანხმების საკვანძო სექტორებზეა მიმართული:
- მუნიციპალური შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
- სხვა (არამუნიციპალური) შენობები, აღჭურვილობა/ნაგებობები
- საცხოვრებელი სახლები
- ტრანსპორტი
ასევე შეიძლება სხვა აქტივობების ჩართვა ისეთი სექტორებში, როგორებიცაა, მაგალითად:
- მრეწველობა;
- ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება;
- სითბოს/სიცივის ადგილობრივი წარმოება;
- სხვა (მაგალითად სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა).
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის (მხოლოდ SECAP–თვის):
იმ სექტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ქალაქების მედეგობას უწყობენ ხელს დიდ არის დამოკიდებული კონტექსტზე. ამიტომ კლლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სრული და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს საქალაქო მეურნეობის ყველა იმ სფეროს ადაპტაციის ზომებს, რომლებზეც კლიმატი ახდენს გავლენას. იმ სექტორებს შორის, რომლებსაც ქალაქის მედეგობის გაუმჯობესება შეუძლიათ, აღსანიშნავია:
- ინფრასტრუქტურა
- კომუნალური სევისები
- მიწათსარგებლობის დაგეგმვა
- გარემო და ბიომრავალფეროვნება
- სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობას
- ეკონომიკა.
რა არის მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP)/მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP)
Written by Anna Zenzinaმერების წინა შეთანხმების ხელმომწერნი, რომელშიც მხოლოდ ენერგეტიკასა და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილებაზე იყო საუბარი ვალდებულება აიღეს მოემზადებინათ და 2020 წლამდე განეხორციელებინათ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP). მერების ახალი, კლიმატისა და ენერგეტიკის, შეთანხმების ხელმომწერნი ვალდებულებას იღებენ მოამზადონ და 2030 წლამდე განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა (SECAP), რომელიც ითვალისწინებს კლიმატის შერბილებასაც და ადაპტაციასაც.
სამოქმედო გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) წარმოადგენს საკვანძო დოკუმენტს, რომელიც გვიჩვენებს როგორ განახორციელებს შეთანხმების ხელმომწერი საკუთარ ხედვას და ამოცანას. გეგმა (SEAP–ც და SECAP–ც) მოიცავს არსებული სიტუაციის შეფასებას, ე.ი. საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციას კლიმატის შერბილების ნაწილისთვის, და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას ადაპტაციის ნაწილისთვის (მხოლოდ SECAP–თვის); ნათლად დასახულ მიზნებსა და ამოცანებს; და დაგეგმილ ღონისძიებებს თავისი ვადებით, პასუხისმგებელი პირებით და სავარაუდო შედეგებით.
საქმიანობის სფერო:
მერების შეთანხმება ითვალისწინებს საქმიანობას ადგილობრივ დონეზე, შესაბამისი სახელისუფლების ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში. ამდენად მოსალოდნელია, რომ შეთანხმების ხელმომწერნი გამოვლენ რამდენიმე როლში, ან ყველა შესაძლო როლში:
- მომხმარებელი და ნიმუში: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია ენერგიის საკუთარ მოხმარებაზე. ამავე დროს ისინი სანიმუშო უნდა იყვნენ დანარჩენი მომხმარებლებისთვის, ენერგიის უფრო ეფექტიანი მოხმარებისკენ მოწოდონ მოქლაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
- დამგეგმავი, განმავითარებელი (დეველოპერი) და რეგულატორი: ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანო პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობის, ტრანსპორტისა და მიწათსარგებლობის პოლიტიკაზე. მათ გააჩნიათ ახალი შენობების ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციის, ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ზომებისა და ადაპტაციის სტრატეგიების ადგილობრივი დაგეგვის პრაქტიკაში ინტეგრირების უფლებამმოსილება, ისინი არეგულირებენ ტრანსპორტის გამართულ მუშაობას და ენერგოეფექტურობას კანონიერი გადაწყვეტილებებისა და ნორმატიული დოკუმენტების მიღების გზით.
- მწარმოებელი და მომწოდებელი: ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ასევე შეიძლება იყოს ადგილობრივი კომუნალური საწარმო და მომსახურების მომწოდებელი, ხელი შეუწყოს ენერგიის ადგილობრივად წარმოებას და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას (მაგ. სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წაარმოება თბოელექტროსადგურში, უბნის ცენტრალიზებული თბომომარაგება და ა.შ.)
- კონსულტანტი და მოტივაციის მიმცემი: ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოიზიდოს ადგილობრივი საზოგადოება მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მაგ. არქიტექტორების, დამგეგმავების ან მშენებლების) კონსულტანტისა და განმანათლებლის როლში გამოვიდეს.
კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილების თემაზე უფრო დაწვრილებითი ინფრომაციისთვის მიმართეთ SEAP სახელმძღვანელოს (ინგლ. გერმ. ფრანგ. იტ. ესპან. ენებზე)
ადაპტაციის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადაპტაციაში ქალაქებისათვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტს
რომელი სექტორები და ენერგომატარებლებია ინსტრუმენტში წარმოდგენილი?
Written by Anna Zenzinaსაკონტროლო მონაცემების ინსტრუმენტში წარმოდგენილია შემდეგი სექტორები: საცხოვრებელი სახლები, მომსახურება (ოფისები, მაღაზიები, საავადმყოფოები და აღჭურვილობა/ნაგებობა), მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, და ტრანსპორტი, ისევე როგორც სხვა ენერგომატარებლები: ელექტრობა, სითბო/სიცივე, ბუნებრივი აირი, გათხევადებული აირი, ღუმელის სათბობი, დიზელი, ბენზინი, ლიგნიტი/ნახშირი, წიაღისეული საწვავის სხვა სახეობები და მცენარეული ზეთები/ბიოსაწვავი.
საკონტროლო მონაცემების ინსტრუმეტნი (RDT) შემუშავებულია მერების შეთანხმება აღმოსავლეთის ოფისის მიერ, რათა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მიაწოდოს ენერგიის საბოლოო მოხმარებასთან და ნახშირორჟანგის (CO2) ემისიის საკონტროლო მონაცემები, რომლებიც საჭიროა საბაზისო ემისიის ინვენტარიზაცის (BEI) პროცესში და ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგის (EIM)*
ინსტრუმენტი შეიცავს მონაცემთა ბაზას, კონკრეტული სექტორებისა და ენერგომატარებლების მიხდევით დანაწილებულ ეროვნულ სტატისტიკურ მონაცემებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის 11 ქვეყნისთვის. მონაცემები შემდეგი სექტორებიდანაა: საცხოვრებელი სახლები, მომსახურება (ოფისები, მაღაზიები, საავადმყოფოები და აღჭურვილობა/ნაგებობა), მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, და ტრანსპორტი.
ენერგიის წყაროების სიაში შედის: ელექტრობა, სითბო/სიცივე, ბუნებრივი აირი, გათხევადებული აირი, ღუმელის სათბობი, დიზელი, ბენზინი, ლიგნიტი/ნახშირი, წიაღისეული საწვავის სხვა სახეობები და მცენარეული ზეთები/ბიოსაწვავი.
*) უნდა აღინიშნოს, რომ ინსტრუმენტი შემუშავებულია საკონტროლო მონაცემების მისაწოდებლად იმ შემთხვევისთვის, როცა არ არსებობს სანდო ადგილობრივი მონაცემები გარკვეული წლების და/ან სექტორების მიხედვით. ეს განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება აღმოჩნდეს პატარა თემებისთვის, სადაც ადგილობრივი მონაცემების შეგროვების სისტემა.
სად ვეძებოთ დახმარება რისკების და მოწყვლადობის შეფასების მომზადებისას?
Written by Anna Zenzinaადაპტაციის ზომების შემუშვებაში ქალაქებისთვის დახმარების გაწევის ინსტრუმენტი (Urban Adaptation Support Tool) დაწვრილებით და ეტაპობრივ ახსნა–განმარტებას იძლევა, თუ როგორ უნდა მომზადდეს რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება. უფო მეტიც, ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ RVA–ს სწორად გამოყენებასა და მიღებული შედეგების შესაბამისი ადაპტაციის ზომების მიღებაში.
აქ შეიგიძლიათ მოიძიოთ Urban Adaptation Support Tool
რას წარმოადგენს რისკებისა და მოწყვლაადობის შეფასება?
Written by Anna Zenzinaრისკებისა და მოწყვლადობის შეფასება წარმოადგენს ანალიზს, რომელიც განსაზღვრავს რისკის ხასიათსა და ხარისხს. პოტენციური საფრთხეების გაანალიზებისა და მოწყვლადობის შეფასების საფუძველზე დგინდება, თუ რა შეიძლება დაემუქროს, ან დააზიანოს ადამიანები, მათი ქონება, საცხოვრისი, ან გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და რომელზეც დამოკიდებულნი არიან. ის იმ ასპექტების გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და, შესაბამისად, იძლევა ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად. შეფასება შეიძლება შეეხოს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია წყალდიდობებთან, ექსტრემალურ ტემპერატურებთან და თბურ ტალღებთან, გვალვებთან და წყლის რესურსების სიმცირესთან, ქარიშხლებთან და ამინდის სხვა ექსტრემალურ გამოვლინებებთან,ტყის ხანძრების მატებასთან, ზღვის დონის ამაღლებასთან და სანაპირო ზოლის ეროზიასთან (შესაბამის შემთხვევებში). რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება, ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციასთან ერთად, წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების ამოსავალ წერტილს.
როდის უნდა ჩატარდეს ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი (MEI)?
Written by Anna Zenzinaიმისათვის, რომ ენერგომოხმარებისა და CO2–ს ემისიების მონაცემები ეფექტიანად გაკონტროლდეს და, თუ საჭირო გახდა, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ადაპტირება, ხელმომწერებს რეკომენდაცია ეძლევათ რეგულარულად აწარმოონ ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი. მერების შეთანხმების კონტექსტში მოთხოვნა ასეთია, რომ ეს უნდა მოხდეს მინიმუმ 4 წელიწადში ერთხელ. ჩვენ გირჩევთ ყოველწლიურად ჩაატაროთ მონიტორინგი, რაც საშუალებას იძლევა ყოველი მომდევნო ინვენტარიზაციის შედეგი შეედაროს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციას და ენერგიის ეკონომიის, განახლებადი ენერგიების წარმოების და CO2–ს ემისიების შემცირების ღონისძიებებში მიღწეული წარმატებების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.
რომელი სექტორები უნდა შევიდეს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში?
Written by Anna Zenzinaმერების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდეულებებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული მთელი გეოგრაფიული ტერიტორია. ამდენად ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგიის მოხმარება საქმიანობის ყველა საფეროში/ყველა სექტორში. მერების შეთანხმების მიხედვით ძირითადი სექტორებია:
- მუნიციპალური შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
- მესამე კლასის (არამუნიციპალური) შენობა–ნაგებობები და აღჭურვილობა;
- საცხოვრებელი სახლები;
- ტრანსპორტი.
რომელი მიდგომის არჩევა შეიძლება ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის მოსამზადებლად?
Written by Anna Zenzinaორი განსხვავებული მიდგომა შეიძლება შეირჩეს ადგილობრივ დონეზე ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის მოსამზადებლად:
ტერიტორიალური (სტანდარტული), ანუ IPCC (კლლიმატის ცვლილების ეკსპერტთა სამთავრობათშორისო ჯგუფი) მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე საბოლოო ენერგომოხმარების შედეგად წარმოქმნილ CO2–ს მთლიან ემისიებს
სასიცოცხლო ციკლის შეფასებითი (LCA) მიდგომა, რომელიც ენერგომატარებლის (საწვავი/ელექტრობა) მთლიან სასიცოცხლო ციკლს ითვალისწინებს. აქ შედის ის ემისიებიც, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ტერიტორიის გარეთ ხდება, (მაგალითად საწვავის ტრანსპორტირებისა და გადამუშავების შედეგად, ან ენერგიის კონვერსიის (გარდაქმნის) შედეგად და ა.შ.
More...
რას მოიცავს ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის სფერო?
Written by Anna Zenzinaემისიის საბაზისო ინვენტარიზაცია, არსებითად, ემყარება ენერგომოხმარების საბოლოო მონაცემებს, ე.ი. იმას რასაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ტერიტორიაზე მოიხმარენ საბოლოო მომხმარებლები (ელექტრობის, გათბობა/გაციების და საწვავის ჩათვლით).
ინვენტარიზაციაში ასევე შიძლება ენერგიის ადგილობრივი წარმოების შეტანა იმ შემთხვევაში, თუ SECAP სამმოქმედო გეგმაში შედის მასსთან დაკავშირებული საქმიანობა (მაგ. ფოტოელექტრული პანელები, ქარის ენერგია, ცენტრალიზებული გათბობა, ან ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოება). SEAP სახელმძღვანელოში (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე) მოცემულია მეტი ინფორმაცია ამ ვარიანტის შესახებ. მიაქციეთ ყურადღება, რომ რომ SEAP სახელმძღვანელო მხოლოდ შედეგების შერბილებას შეეხება, მაგრამ მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია SECAP–თვისაც ემისიის საბაზისო ინვენტარიზაციის განახლების მიზნით.
რომელი წელი უნდა ჩაითვალოს საბაზისოდ СО2–ს ემისიის გამოთვლისას?
Written by Anna Zenzinaსაბაზისო წლად ითვლება ამოსავალი წელიწადი, რომელთან შედარებითაც СО2–ს გამოფრქვევა უნდა შემცირდეს 2020 წლის ბოლოსთვის. ამდენად, 2020 წლისთვის ემისიის მოცულობის შემცირება 2020 წელს ფასდება საბაზისო წლის გამოფრქვევების მაჩვენებლებთან შედარებით.
SEAP სახელმძღვანელოში ევროპის ქვეყნებისთვის გაცემული რეკომენდაციებისგან განსხვავებით (სადაც ძირითადად 1990 წლი ითვლება საბაზისო წლად), ხელმომსერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან რეკომენდაცია ეძლევათ ამოირჩიონ რაც შეიძლება გვიანი წელი (არა 2000 წლამდე), რომელიც ყველაზე კარგად ასახავს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას და რომლის შესახებაც სანდო სტატისტიკური მონაცემები მოიპოვება.
ამის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები ხშირად აწყდებიან პრობლემებს სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაში 1990 წლის საბაზისო ინვენტარიზაციის შესადგენად.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპის ქვეყნებისთვის მისაღები საბაზისო წელი ეტალონად ვერ გამოდგება არის ის, რომ ქალაქებს, რომელთაც SEAP/SECAP–ში მრეწველობის დარგების ჩართვა უნდათ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან პოსტსაბჭოური ქვეყნების უეტესობა 90–ან წლებში ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რის გამოც ინდუსტრიალიზაციის მაშინდელი დონე ვერ შეესაბამება დღევანდელს.
ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი ორგანო, აქცევს რა ყურადღებას, სხვა ფაქტებთან ერთად იმ ფაქტსაც, რომ 2020 წელი კარს არის მომდგარი, და შესაბამისად დროის არასაკმარისი მონაკვეთია დარჩენილი CO2 ემისიის შემცირეების ზომების მისაღებად, ისახავს ემისიის შემცირების უფრო ხანგრძლივ პერიოდს (მაგალითად 2030 წლამდე). ამ შემთხვევაში მათ უნდა დაისახონ შუალედური მიზნები 2020 წლისათვის, რათა შესაძლებელი იყოს სხვა ხელმომწერებთან შედარება.
შესაძლებელია თუ არა არსებული ინსტრუმენტების გამოყენება СО2–ს ემისიების გამოსათვლელად?
Written by Anna Zenzinaყველა ხელმომწერს შეუძლია თავად აირჩიოს, თუ რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს ემისიების გამოსათვლელად. ამავე უნდა უზრუნველჰყონ, რომ მათ მიერ მომზადებული ინვენტარიზაციის შედეგები შეესაბამება SEAP სახელმძღვანელოში დეტალურად მოცემულ პრინციპებს (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე), რომლებიც ჩვენს ონ–ლაინ ბიბლიოთეკაში მოიძებნება. მიაქციეთ ყურადღება, რომ SEAP სახელმძღვანელო მხოლოდ შერბილების ნაწილს შეეხება, ხოლო როცა ემისიების საბაზისო ინვენტარიზაციას მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმისთვის (SECAP) აწარმოებთ გაიდლაინები უცვლელი რჩება.
რა არის გამოფრქვევის საბაზისო ინვენტარიზაცია?
Written by Anna ZenzinaSEAP/SECAP უნდა შემუშვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ტერიტორიაზე ენერგიის მოხმარებასა და სასათბურე აირების ემისიასთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ საწყის ეტაპზე უნდა ჩატარედეს არსებული (საბაზისო) მდგომარეობისა და სტრუქტურების ყოველმხრივი შეფასება. ეს შეფასება იწყება საბაზო წელს საქალაქო მეურნეობის შესაბამის დარგებში ენერგომოხმარების დონის დადგენით და გამოფრქვევის საბაზისო ინვენტარიზაციის (BEI) შემუშვებით, და ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ნახშირბადის ორჟანგის (CO2) ემისიის მოცულობის დადგენით.
BEI და CO2–ს გამოფრქვევის შემდგომი ინვენტარიზაცია (თუ შესაძლებელია) წარმოადგენენ იმ ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს საშუალებას აძლევს განსაზღვროს პრიორიტეტული ზომები და სასათბურე აირების ემისიის შემცირების მიზნით მათ მიერ გატარეებული ზომების ეფექტიანობა.
BEI–ს შემუშავება SEAP/SECAP–ს მომზადების სავალდებულო ეტაპია და ასევე წარმოადგენს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკვანძო ასპეექტს. ინვენტარიზაცია ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ოფიციალურად დამტკიცეულ SEAP/SECAP–ს სრულ ვარიანტში უნდა შევიდეს.
ქვემოთ მოყვანილია BEI–ს ძირითადი მახასიათებლები:
- BEI უნდა ასახავდეს ადგილობრივ მდგომარეობას, ანუ უნდა ეყრდნობოდეს მონაცემებს ენერგიის მოხმარება/წარმოების შესახებ და სხვა ადგილობრივ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ინვენტარიზაციის მოსამზადებლად.. ეროვნულ და რეგიონულ საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი შეფასებები და გათვლები არ გამოდგება, რადგან ისინი არ ასახავენ ადგილზე (ქალაქში) არსებულ რეალურ სიტუაციას, რამდენადაც უმეტეს შემთხვევაში ისინი კონკრეტული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი. ასეთი მონაცემების ბაზაზე გათვლილი ინვენტარიზაცია ვერ გამოდგება ათვლის წერტილად იმ ღონისძიებების ეფექტიანობის შესაფასებლად, რომლებიც ხელისფულების ადგილობრივმა ორგანოებმა ჩაატარეს СО2–ს ემისიის შემცირების მიზნით.
- მეთოდოლოგიური მიდგომები და შეფასებისას გამოყენებული მონაცემების წყაროები არ უნდა იცვლებოდეს წლების განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ BEI–ს შემუშავების მიზნით გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული შემდგომშიც, ემისიების შემცირების საქმეში მიღწეული წარმატებების მონიტორინგის მიზნით ჩატარებული ინვენტარიზაციების დროსაც (ემისიის ინვენტარიზაციის მონიტორინგი).
- BEI უნდა მოიცავდეს მინიმუმ იმ დარგებს (სექტორებს), სადაც ადდგილობრივი ორგანოები ხელისუფლება გეგმავს ემისიების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების ჩატარებას საკუთარი მიზნების მისაღწევად, ანუ ის სექტორები, რომლებიც СО2–ს გამოფრქვეის მთავარ წყაროს წარმოადგენენ (BEI–ში შესატანი სექტორების დეტალური აღწერა შეტანილია SEAP–ს სახელმძღვანელოს მე–2 ნაწილში, იხ. ქვემოთ)
- BEI უნდა შეიცავდეს სანდო ინფორმაციას ან, მინიმუმ, რეალობის საღ აღქმას. (ე.ი. შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ობიექტურობით ასახულ რეალობას) .
- BEI–თვის საწყისი მონაცემების შეგროვების პროცესი, მათი წყაროები და გამოთვლის მეთოდოლოგია შესაბამისად უნდა იყოს დოკუმენტირებული (ამის გაკეთება SEAP/SECAP–ს ფარგლებშიც შეიძლება, ან, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი მონაცემების შენახვა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს დოკუმენტებში).
- ხელმომწერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან დაბეჯითებითაა რეკომენდებული ჩართონ ენერგიის საფასურის მონიტორინგი როგორც BEI–ში, ისე შემდგომ ინვენტარიზაციებში.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია BEI–ს მომზადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ 'აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დიდი და პატარა ქალაქებისთვის SEAP–ს შემუშვების სახელმძღვანელოში', ნაწილი I (თავი 2) და ნაწილი II – ემისიების საბაზისო ინვენტარიზაცია, რომელიც მომზადებულია გაერთიანებული კვლევითი ცენტრის მიერ 2014 წელს.).